ირმა ზავრადაშვილი: ყველა საარჩევნო ოლქში მოვიგებთ ძალიან დამაჯერებელი ციფრებით
,,განწყობა გვაქვს ძალიან მაღალი, ყველა საარჩევნო ოლქში მოვიგებთ ძალიან დამაჯერებელი ციფრებით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირმა ზავრადაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნების ყველა წესის დაცვით ჩატარებისთვის მზადყოფნაა.
„თუ რომელიმე პარტიას, გარდა „ქართული ოცნებისა“, დღემდე ან დღეის შემდეგ არჩევნებამდე რაიმე ფორმის შეხება ექნება ამომრჩეველთან და სინდისიც ცოტა მაინც შერჩება, ის თვითონაც დაადასტურებს, რომ შანსი ნაკლები აქვს, ზოგიერთს საერთოდ არ აქვს. რაც შეგვეხება ჩვენ, ვემზადებით არჩევნებისთვის. დღეს გვექნება უკვე მაჟორიტარების წარდგენაც.
ყველა საარჩევნო ოლქში მზად ვართ იმისთვის, რომ არჩევნები ჩავატაროთ ყველა რეგულაციისა და წესის დაცვით. განწყობა გვაქვს ძალიან მაღალი, ყველა საარჩევნო ოლქში მოვიგებთ ძალიან დამაჯერებელი ციფრებით“, – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.