დავით მათიკაშვილი ხაზარაძე-ფიშერზე: ხაზარაძე რომ თაღლითია, სასამართლო გადაწყვეტილებით არის დადასტურებული
„ხაზარაძე რომ თაღლითია, სასამართლო გადაწყვეტილებით არის დადასტურებული,“- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, ხაზარაძე-ფიშერის სკანდალის შეფასებისას განაცხადა.
„ხაზარაძე რომ თაღლითია, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, სასამართლო გადაწყვეტილებით არის ეს ყველაფერი დადასტურებული. რა მძიმე სურათია, როდესაც თაღლით რადიკალ პოლიტიკოსთან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი აფორმებს შეთანხმებას და რეალურად, აფორმებს თუ არა, ესეც ჯერ კიდევ არავინ იცის. საქმე გვაქვს ჩვეულებრივ თაღლითობასთან და ამ თაღლითობაში სამწუხაროდ, გახვეულ დიპლომატთან“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძე პიტერ ფიშერისგან და გერმანიის საელჩოსგან მიღებულ შემოსავალს ქონებრივ დეკლარაციაშიც მალავს.
ანტიკორუფციულმა ბიურომ გერმანიის ელჩთან ქირავნობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის ქონებრივი დეკლარაციის შესწავლა დაიწყო. პარალელურად, მამუკა ხაზარაძის ოჯახსა და გერმანიის საელჩოს შორის არსებულ საიჯარო ურთიერთობაზე მოკვლევას ატარებს შემოსავლების სამსახური.