მათიკაშვილი – ხაზარაძეზე: თაღლითი ყველგან თაღლითია
,,თაღლითი ყველგან თაღლითია”,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა დავით მათიკაშვილმა, ,,ლელოს” ლიდერ მამუკა ხაზარაძეზე განაცხადა.
,,გადასახადების დამალვა ხდებოდა სახელმწიფოსთვის. იმ პირის მიერ, რომელიც გადასახადების გადახდის, პროცენტების და ძირი თანხის გადახდა-გადაუხდელობის, ჯარიმების გადახდა-გადაუხდელობის საკითხში, რასაც TBC ბანკი მუდმივად აკეთებდა და არავის არაფერს ჰპატიებდა, უნდა იყოს და არის კიდევ ძალიან განსწავლული. როგორ წარმოგიდგენიათ, ამხელა ევროკავშირის წევრი გერმანიის ელჩი, რომელიც საქართველოში წინასაარჩევნოდ ქირაობს ფართს ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენლისგან, არც გადასახადებს იხდის და მერე დგას და დაჰყვება ქვეყნის მასშტაბით რაღაც აქციებზე. პასუხია ამ ყველაფერზე გასაცემი, რაც, სამწუხაროდ, პასუხის ნაცვლად გვაქვს თითიდან გამოწოვილი რაღაც არგუმენტები, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს“, – აცხადებს მათიკაშვილი.
ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა ბიურომ გერმანიის ელჩთან ქირავნობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის ქონებრივი დეკლარაციის შესწავლა დაიწყო.