ცნობილი ადამიანები, რომლებმაც კიბოს დამარცხება შეძლეს (ფოტოკოლაჟი)
“კიბო’’- ამ სიტყვის გაგონებაც კი შიშის ზარს სცემს ადამიანებს. მაგრამ ამ სენის დამარცხება, განსაკუთრებით დაავადების საწყის ეტაპზე, სავსებით შესაძლებელია.
წარმოგიდგენთ ცნობილ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი მტკიცე ნებისყოფითა და ბრძოლისუნარიანობით შეძლეს კიბოს დამარცხება და სტიმული მისცეს ამავე სენით დაავადებულ ადამიანებს.
1) ნიჭიერ ავსტრალიელ მომღერალ, მსახიობ და სიმღერების ავტორ კაილი მინოუგს 2005 წელს 35 წლის ასაკში მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ის ღიად საუბრობდა თავის დაავადებაზე და მკურნალობის პროცესზე. მან შეძლო სენის დამარცხება.
2) ლენს არმსტრონგი ამერიკელი ველომრბოლელ და რეკორდსმენ, Tour De France-ის 7-გზის გამარჯვებულს, 25 წლის ასაკში დაუსვეს ფილტვების კიბოს დიაგნოზი, მესამე სტადია, მიუხედავიად იმისა, რომ ექიმების თქმით მისი გადარჩენის შანსი 40 %-ზე ნაკლები იყო, ლარსი სულით არასოდეს დაცემულა და ქიმიოთერაპიის პროცედურების ჩატარების შემდეგ დაამარცხა დაავადება. ლენსმა დააარსა მისივე სახელობის ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ხალხს ამ სასიკვდილო დააავადების წინააღმდეგ ბრძოლაში.
3) ბარბარა მორი მექსიკური წარმოშობის მოდელი-მსახიობია, რომელმაც პოპულარობა მოიხვეჭა ინდოეთში ჰრიტიკ როშანის პარტნიორი ქალბატონის როლით ფილმში KITES. კიბოს დიაგნოზი დაუსვეს ადრეულ ასაკში, მაგრამ ბარბარამ შეძლო სენთან გამკლავება და 2010 წელს მონაწილეობა მიიღო ფილმში “ერთი წუთი” რომელიც კიბოს თემაზე შეიქმნა. ფილმი შთაგონება გახდა ბევრი მსგავსი დიაგნოზის მქონე ადამიანისთვის.
4) კრისტინა ეფგეი – კრისტინას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა სერიალ“ მეგობრებში” შესრულებულმა როლმა Amy Green-ჯენიფერ ენისტონის უმცროსი და. მას ადრეულ ეტაპზე დაუდგინეს მკერდის კიბო. კრისტინამ გაიარა შესაბამისი მკურნალობა და მკერდის მოკვეთაც დასჭირდა. მან შეძლო დაბრუნებოდა სამსახიობო კარიერას, ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა მკერდის კიბოს შესახებ საზოგადოების ინფორმირების პროგრამაში.
5) რობერტ დე ნირო ჰოლივუდის ოსკაროსან მსახიობ რობერტ დენიროს 60 წლის ასაკში პროსტატის კიბო დაუდგინეს. მსახიობმა იპოვა საკუთარ თავში ძალა და ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად კიბო დაამარცხა.
7) ლიზა რეი – მთავარი როლის შემსრულებელი ფილმში“წყალი” 2009 წელს მსახიობს დაუსვეს დიაგნოზი-მრავლობითი მიენომა, სიმსივნის იშვიათი ფორმა. ლიზას ღეროვანი უჯრედების გადანერგვა დასჭირდა. მკურნალობის წარმატებით დასრულების შემდეგ მსახიობი კარიერასაც დაუბრუნდა და 2012 წელს ოჯახიც შექმნა.
8) ტომ გრინი
ცნობილი კანადელ მსახიობსა და რეპერს 2000 წელს აღმოაჩნდა სათესლე ჯირკვლების კიბო. მან გადაიტანა ქირურგიული ოპერაცია, ის აქტიურად იყო ჩაბმული ამ დაავადების მქონე ხალხის ინფორმირების პროგრამაში.
9) მაიკლ დუგლასი
ლეგენდარულ ამერკელ მსახიობ მაიკლს დუგლასს 2010 წელს ყელის კიბო დაუდგინეს, კრიტიკული მეოთხე სტადიით.ქიმიოთერაპიის კურსის გავლის შემდეგ მსახიობმა შეძლო სენის დამარცხება.
10) ანჯელინა ჯოლი
მას შემდეგ რაც ანჯელინამ საქვეყნოდ განაცხადა გასულ წელს ჩატარებული ორმაგი მასტექტომიის შესახებ, მკერდის გამოკვლევების ჩატარების მსურველ ქალთა რიცხვი 2,5 ჯერ გაიზარდა.“ანჯელინას ეფექტი’’
ასე უწოდეს ექსპერტებმა ხალხის გამოცოცხლებას.
წყარო: www.blogin.ge