გურამ მაჭარაშვილი ლიეტუვას მთავრობის სკანდალზე: მიჩვეულები ვართ იმას, რომ სამართალი შეიძლება ნელა დადის, მაგრამ აუცილებლად მიაღწევს ხოლმე იმ ადამიანებამდე და სახელმწიფოებამდე, რომლებსაც უსამართლოდ ექცევიან
„რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. ეს არის ის ანდაზა, რომელიც მიუვა ყველა იმ მთავრობას და ხელისუფლებას, რომელიც უსამართლოდ გაიშვერს ხელს სხვა ქვეყნისკენ,“ – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, ლიეტუვის მთავრობის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.
„მიჩვეულები ვართ იმას, რომ სამართალი შეიძლება ნელა დადის, მაგრამ აუცილებლად მიაღწევს ხოლმე იმ ადამიანებამდე და სახელმწიფოებამდე, რომლებსაც უსამართლოდ ექცევიან. ლიეტუვა, ჭკუას გვარიგებდა და გვეუბნებოდა, რომ მიხედეთ კორუფციას, დემოკრატიასო და საკუთარმა გენერალურმა უწყებებმა გადააყენეს სწორედ კორუფციის ბრალდებით. რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. ეს არის ის ანდაზა, რომელიც მიუვა ყველა იმ მთავრობას და ხელისუფლებას, რომელიც უსამართლოდ გაიშვერს ხელს სხვა ქვეყნისკენ“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ გინტაუტას პალუცკასის შემდეგ, 4 აგვისტოს ლიეტუვის მთელი მთავრობა გადადგება. ლიეტუვის პრემიერის გადადგომას წინ უძღოდა ჟურნალისტური გამოძიებით გამოწვეული სკანდალი, რომელიც მის საეჭვო ბიზნესკავშირებს ეხება.