,,შვედეთის პრემიერის განცხადებამ, რომელიც უკრაინის მიმართ არის გაკეთებული – დღეს, სისხლსა და ცრემლში მცურავი უკრაინა, თურმე უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ ერთსქესიანთა ქორწინება დაამკვიდროს ქვეყანაში, რათა ევროკავშირის წევრობისკენ გზა გაეხსნას”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური დემარში უკრაინის საწინააღმდეგოდ, არამედ უსამართლობის მანიფესტაცია.
,,პრაქტიკულად, საქართველოს მიმართ ასეთი მოთხოვნა იყო წამოყენებული და არა მარტო შვედეთის მხრიდან, მაგრამ ჩვენთან საკითხი ეხება კონსტიტუციურ ჩანაწერს, სადაც წერია, რომ ოჯახი შედგება ქალისა და კაცისგან და შესაბამისად, ლგბტ პროპაგანდაც არის აკრძალული.
საქართველოზე გააფთრებული შეტევა მიიტანეს ამ კანონის გამო და პრაქტიკულად განაცხადეს, რომ საქართველომ ევროკავშირისკენ სვლა შეაჩერა. ახლა საერთოდ ყველაფერს გადააჭარბა აი, ამ განცხადებამ, რომელიც უკრაინის მიმართ არის გაკეთებული, რომ დღეს, სისხლსა და ცრემლში მცურავი უკრაინა, თურმე უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ ერთსქესიანთა ქორწინება დაამკვიდროს ქვეყანაში, რათა ევროკავშირის წევრობისკენ გზა გაეხსნას. ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური დემარში უკრაინის საწინააღმდეგოდ, არამედ მანიფესტაცია იმ უსამართლობისა, რაც ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მიმართ გამოიჩინეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის ფარგლებში უკრაინამ უნდა დაარეგულიროს ერთსქესიანი პარტნიორობა და ლგბტ საზოგადოების სრული სამართლებრივი დაცვა უზრუნველყოს.