კირცხალია – ხაბეიშვილის განცხადებაზე: ისინი ყოველთვის იყვნენ ქვეყნის ოპოზიციაში

,,თითოეული მათი რევოლუციური განცხადება, ქმედება, გეგმა, სცენარი, რომელიც ჩამოდის და ისინი ყურმოჭრილად ასრულებენ მეტყველებს ერთზე, რომ ისინი ყოველთვის იყვნენ ქვეყნის ოპოზიციაში”, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი კირცხალია, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომელმაც 4 ოქტომბრისთვის „ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობა“ დააანონსა.

კირცხალიას თქმით, ისინი ქვეყანას არასდროს ემსახურებოდნენ.

„უვიზო მიმოსვლის შეჩერების წამოჭრა, ეს ხომ მათი მორალური სახეა და ეს ხომ არის ის, რასაც ემსახურებიან მთელი თავისი არსით. თითოეული მათი რევოლუციური განცხადება, თითოეული მათი ქმედება, თითოეული მათი გეგმა, თითოეული მათი სცენარი, რომელიც ჩამოდის და ისინი ყურმოჭრილად ასრულებენ მეტყველებს ერთზე, რომ ისინი არ ეკუთვნიან თავიანთ თავს. ისინი არიან მხოლოდ ეთნიკურად ქართველები. მთელი თავიანთი დღე და მოსწრება პოლიტიკურ ასპარეზზე ისინი არ ემსახურებოდნენ ქვეყანას. ისინი ყოველთვის იყვნენ ქვეყნის ოპოზიციაში“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები