ირაკლი კირცხალია: ყოველთვის ვმიჯნავთ ევროპას, ევროპულ ფასეულობებს და ღირებულებებს იმ არარჩეული ბიუროკრატებისგან და „დიფ სთეითის“ მიერ ხელდასხმული პოლიტიკოსებისგან, რომელთაგან უსამართლო დამოკიდებულებები მოდის

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი კირცხალია, შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

„საქართველო დე ფაქტო უკვე დგას ამ ყველაფრის წინაშე. როდესაც ვაინიციირებდით ოჯახური ღირებულებების შესახებ, გამჭვირვალობის კანონს, გვესაუბრებოდნენ, რომ თურმე ოჯახური ღირებულებები ანტიდასავლური, ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული ყოფილა. თურმე ლგბტ თემის პროპაგანდაზე გადის ევროპული გზა. ყოველთვის ვმიჯნავთ ამიტომ ევროპას, ევროპულ ფასეულობებს და ღირებულებებს იმ არ არჩეული ბიუროკრატებისგან და „დიფ სთეითის“ მიერ ხელდასხმული პოლიტიკოსებისგან, რომელთაგან უსამართლო დამოკიდებულებები მოდის“, – აღნიშნა კირცხალიამ.

ცნობისთვის, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის ფარგლებში უკრაინამ უნდა დაარეგულიროს ერთნაირსქესიანი პარტნიორობა და ლგბტ საზოგადოების სრული სამართლებრივი დაცვა უზრუნველყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები