შალვა პაპაუშვილის თქმით, 2022 წელს, მოლდოვამ რუსეთთან დაკავშირებით ბრიუსელის რეკომენდაციები გაითვალისწინა, საქართველომ კი არა, რის შედეგადაც მოლდოვას 2022 წელს 5%-იანი ეკონომიკური ვარდნა ჰქონდა, მაშინ, როცა საქართველოს – 11%-იანი ზრდა

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ მოლდოვისა და საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა შეადარა.

როგორც მან აღნიშნა, რომ 2022 წელს, მოლდოვამ რუსეთთან დაკავშირებით ბრიუსელის რეკომენდაციები გაითვალისწინა, საქართველომ კი არა, რის შედეგადაც მოლდოვას 2022 წელს 5%-იანი ეკონომიკური ვარდნა ჰქონდა, მაშინ, როცა საქართველოს – 11%-იანი ზრდა.

მისივე თქმით, საქართველოს ბიუჯეტიც კი მოლდოვის ბიუჯეტზე მეტად არის გაზრდილი და სხვაობა 4,8 მილიარდს შეადგენს. პარლამენტის თავმჯდომარე სვამს კითხვას – რატომ არის საქართველოს ეკონომიკური ზრდა მოლდოვაზე დიდი მაშინ, როდესაც მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებიც აქვს დაწყებული.

„გამოდგა, რომ არავინ იზრუნებს შენს ინტერესებზე შენ გარდა. არავინ იზრუნებს შენს ხალხზე, შენ გარდა. აი, ეს არის შედეგი, ჩვენ რომ ავყოლოდით ბრიუსელის რეკომენდაციებს და რჩევებს და მოთხოვნებს. ჩვენ რომ დაგვეწესებინა რუსეთისთვის პირდაპირი სანქციები, ჩაგვეკეტა საზღვარი, წავსულიყავით ეკონომიკურ და პოლიტიკურ ესკალაციაზე, არაფერს ვამბობ სამხედრო ესკალაციაზე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები