“ევროპა ყოველთვის იყო დაპირისპირება და თანაცხოვრება საერო და რელიგიური ხელისუფლების; ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდა, სასულიერო თემასთან დაკავშირებული ყველაფერი გავიდა ევროპისგან” – რომან კაკულია
“ჩვენ არ მოგვეცა შესაძლებლობა, სიღრმისეულად შევსულიყავით, რატომ გახდა ეს კანონები ასეთი მნიშვნელოვანი დასავლეთისთვის, საქართველოს მოსახლეობის შინაგანი განწყობები როგორიც არის იმას უკავშირდება”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ საუბრისას, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ განუცხადა.
როგორც კაკულიამ თქვა, “ჩვენმა ქვეყანამ მენტალური ომი წააგო, დიდი ხანია”.
“ამ მენტალური ომის მიზანი იყო ის, რომ მიგვეღო ადამიანების ჯგუფი, რომლებიც აღიარებდნენ სხვა ქვეყნის უპირატესობას ჩვენს კულტურულ გარემოსთან მიმართებით.
ტრანსგენდერიზმი იმიტომ გახდა ასეთი მნიშვნელოვანი დასავლეთისთვის, რომ ტრანსგენდერი ადამიანი არის საკუთარი თავის შემოქმედი, ეს უპირისპირდება იდეას იმასთან დაკავშირებით, რომ სამყაროს შეიძლება ჰყავდეს შემოქმედი და ობიექტური რეალობა, რომელმაც ეს სამყარო შექმნა თავისი წესების მიხედვით.
როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ მივისწრაფვით დასავლეთის ევროპული ქრისტიანული ღირებულებისკენ, ეს 50 წელია, აღარ არსებობს. ევროპა ყოველთვის იყო დაპირისპირება და თანაცხოვრება საერო და რელიგიური ხელისუფლების, ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდა, სასულიერო თემასთან დაკავშირებული ყველაფერი გავიდა ევროპისგან. ტრანსგენდერიზმზე ასეთი აქცენტის გაკეთება იყო ამის ლოგიკური გაგრძელება.
ასოცირების შეთანხმება იყო ის ფორმატი, რომელშიც 2030 წლამდე რომ გვემუშავა სავსებით საკმარისი იყო. ეს დაჩქარებული თემა იმას ნიშნავდა, რომ სასწრაფოდ გამოყენება უნდოდათ ჩვენი და მიტომ ჩვენი ყველა ტრანსფორმაცია უცებ გახადეს გასაგები. ვისაც ეს ესმის მათთვის ისედაც გასაგებია. ჩვენ ისე გავიხლიჩეთ შუაზე, რომ ვისაც არ ესმის, იმას ვეღარც გავაგებინებთ. მთავარი არის ის, რომ ერთმანეთთან როგორ ჩამოვაყალიბებთ ისეთ ურთიერთობას, რომ სამოქალაქო დაპირისპირებამდე არ მივიდეთ, რადგან იქ ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია“, – აღნიშნა კაკულიამ.