ტანზანიაში 7 ჯადოქრობაში ეჭვმიტანილი დაანაკუწეს და დაწვეს (ფოტოკოლაჟი)

ტანზანიაში, სოფელ მურუფიტიში განრისხებულმა ბრბომ ჯადოქრობაში ეჭვმიტანილი შვიდი ადამიანი „მაჩეტეებით“ დაანაკუწა და დაწვა. ამ ინფორმაციას გამოცემა The Mirror-ი ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, სოფლის მაცხოვრებლების მოკლული „ჯადოქრების“ უმეტესობა 60 წელს გადაცილებული ასაკოვანი ადამიანი იყო.
სამართალდამცავების მიერ მკვლელობაში მონაწილე 23 ადამიანი დაკავებულია.
ადგილობრივი უფლებადამცველების ინფორმაციით, ყოველ წელს ტანზანიაში დაახლოებით 500 „ჯადოქარ“ ქალსა და მამაკაცს კლავენ. მოკლულთა უმეტესობა, როგორც წესი, ასაკოვანი ქალბატონები და ალბინოსები არიან. ადგილობრივი გლეხები მათ უბედურებებში ადანაშაულებენ და ფიქრობენ, რომ მათ წყევლა, უშვილობა, სიღარიბე და ბიზნესში წარუმატებლობა მოაქვთ.

1655853_976593702356620_5505851381961107180_n

10339779_976593602356630_884149941329452495_n

10411177_976593639023293_6318860343767390650_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები