ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაბა ხულოს საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის აქტივობები გაიმართება
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დაბა ხულოს საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის აქტივობები გაიმართება. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
,,პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა!
თარიღთან დაკავშირებით დაბა ხულოს საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 12:00 საათიდან სხვადასხვა სახის აქტივობები გაიმართება:
ზღაპრის გმირების შოუ
სპორტული აქტივობები
ხატვა
14:00 – საზეიმო კონცერტი
გელოდებით!”,- წერია ინფორმაციაში.