გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, კონსტანტინე ბუზალაძემ შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან სიმონ გულედანთან ერთად ხურვალეთში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, კონსტანტინე ბუზალაძემ, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან სიმონ გულედანთან ერთად ხურვალეთში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

,,ამ ეტაპზე გზის 412 მეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.

პროექტი ითვალისწინებს ასფალტის ახალი საფარის დაგება, სანიაღვრე სისტემის, მიერთებებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობა.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

პროექტის ღირებულება 400 000 ლარია.

სამუშაოების დასრულების შემდეგ დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები ადგილობრივებს აღარ შეაწუხებთ”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები