ბორჯომის სასპორტო სკოლის და ბიბლიოთეკის შენობის რეკონსტრუქცია\რეაბილიტაციის სამუშაოებს ოთარ არბოლიშვილი გაეცნო
ბორჯომის სასპორტო სკოლის და ბიბლიოთეკის შენობის რეკონსტრუქცია\რეაბილიტაციის სამუშაოებს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტი ითვალისწინებს რუსთაველის ქუჩის N107-ში მდებარე შენობის სრულ რეკონსტრუქცია /რეაბილიტაციას. მოეწყობა შესაბამისი დარბაზები, შიდა სავარჯიშო სივრცით, ასევე – სამკითხველო დარბაზი, მედიათეკის სივრცე, საკონფერენციო დარბაზი და საოფისე ოთახები.