მანანა ბერიკაშვილი დღეს მარჯანიშვილის თეატრის 86-ე სეზონის გახსნას დაესწრება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, მანანა ბერიკაშვილი დღეს, მარჯანიშვილის თეატრის 86-ე სეზონის გახსნას და რეჟისორ გიზო ჟორდანიას სპექტაკლის “თეთრი იასამანი” პრემიერას დაესწრება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ღვაწლმოსილი ქართველი რეჟისორი გიზო ჟორდანია არაერთი ჯილდოს მფლობელი და პრემიის ლაურეატია, დადგმული აქვს 100-ზე მეტი სპექტაკლი, 70-ზე მეტი შოუ და სახალხო დღესასწაული როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ. “ჰაჯი-მურატი”, “ხოგაის მინდია”, “სამანიშვილის დედინაცვალი” , “ანა ფრანკის დღიური”, “ჰამლეტი”, “აბესალომ და ეთერი”, “სამგროშიანი ოპერა”- რეჟისორის შემოქმედების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები