ხელოვნების მუზეუმში მალხაზ დათიკაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

დღეს 18:00 საათზე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ფოტოგრაფ მალხაზ დათიკაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის 42 ნამუშევარი. დამთვალიერებელს საშუალება ექნება მალხაზ დათიკაშვილის ნამუშევრები ხელოვნების მუზეუმში 24 ოქტომბრამდე დაათვალიეროს.
გამოფენა ეძღვნება ქართველთა და ებრაელთა 26 საუკუნოვანი მეგობრობის საიუბილეო წელს.
21 წლის ასაკში მალხაზ დათიკაშვილი გახდა მოსკოვში არსებული საბჭოთა მთავრობის ფოტო სააგენტოს ყველაზე ახალგაზრდა ფოტოგრაფი. 1991 წლიდან ფოტოგრაფი მოღვაწეობს ნიუ-იორკში. იგი უმსხვილესი, ყოველკვირეული ებრაულ-ამერიკული გამოცემის ფოტოგრაფია. მუშაობს ისეთ მსოფლიო დონის ღონისძიებებზე, როგორიცაა ოლიმპიური თამაშები, სხვადასხვა კულტურული და პოლიტიკური სამიტები და ა.შ.
ამერიკელ ებრაელთა პრესის ასოციაციამ იგი სამჯერ დაასახელა წლის საუკეთესო ფოტოგრაფად. ავტორს გამოქვეყნებული აქვს თავისი ნამუშევრების 11 წიგნი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები