ნინო ფოჩხუა “ტვ პირველზე”: გარდა იმისა, რომ ტყუილის და “ფეიკ” ინფორმაციების სამჭედლოდ გადააქციეს, მათი ტელევიზიიდან მუდმივად გინება და წყევლა-კრულვა ისმის – რესპონდენტებსაც აბითურებენ, რათა საკუთარი ეგო დაიკმაყოფილონ
ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ტელეკომპანია “ტვ პირველის” გადაცემიდან ნაწყვეტს აქვეყნებს, სადაც გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს ესაუბრება რესპონდენტი, რომელიც “ქართული ოცნების” დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლების წევრებს წყევლის.
ფოჩხუას განცხადებით, “ტვ პირველი” არამხოლოდ ტყუილების სამჭედლოა, არამედ, მათი ეთერიდან მუდმივად გინება და წყევლა-კრულვა ისმის, რესპონდენტებსაც აბითურებენ საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად.
“ვინმეს თუ კიდევ ჰგონია, რომ ტვ პირველი იცავს ტელე-მედია სტანდარტს, ძალიან სცდება. ნახეთ რას დაამსგავსეს ტელევიზია, გარდა იმისა, რომ ტყუილის და “ფეიკ” ინფორმაციების სამჭედლოდ გადააქციეს, მათი ტელევიზიიდან მუდმივად გინება და წყევლა-კრულვა ისმის. რესპონდენტებსაც აბითურებენ, რათა საკუთარი ეგო დაიკმაყოფილონ. ამაზრზენია ამის ყურება და სმენა.” – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.
https://www.facebook.com/share/v/15j6Buz9Hm/