ისრაელში ხანძარია – მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

ისრაელში ტყის ხანძარს ებრძვიან.

IDF აცხადებს, რომ ხანძრის ჩაქრობის პროცესში მონაწილეობას იღებს, რადგან ხანძრის კერა იუდეის მთისწინეთში და იერუსალიმის რაიონში ვრცელდებოდა.

არმიის განცხადებით, სახანძრო მანქანები, რომლებიც ისრაელის საჰაერო ძალებს ეკუთვნის, სახანძრო-სამაშველო სამსახურთან და ისრაელის პოლიციასთან ერთად მოქმედებენ. ჯამში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველების 110 ბრიგადა, 8 თვითმფრინავი და ვერტმფრენებია ჩართული.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, თუმცა მეხანძრე-მაშველები ხანძრის ჩასაქრობად რამდენიმე ადგილზე კვლავ მუშაობენ. ხანძრის გაჩენის თავიდან ასაცილებლად სახანძრო თვითმფრინავებიც აქტიურად მუშაობენ.

ამ დროის მონაცემებით ხანძრის შედეგად არავინ დაღუპულა, მხოლოდ მსუბუქად დაზიანდა რამდენიმე მოქალაქე. კვამლის შედეგად დაშავებული ორი მეხანძრე კი სამედიცინო დახმარების ცენტრში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები