“თანაგრძნობას ვუცხადებთ კათოლიკეებს საქართველოსა და მთელს მსოფლიოში რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო” – ბიძინა ივანიშვილი

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“თანაგრძნობას ვუცხადებთ კათოლიკეებს საქართველოსა და მთელს მსოფლიოში რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო.

პაპი ფრანცისკე ყოველთვის მოწოდებული იყო მშვიდობისა და სიკეთის გავრცელებისკენ.

როგორც იმედის, თანაგრძნობის, მშვიდობისა და ერთიანობის სიმბოლო, პაპი ფრანცისკე კვლავ მაგალითი იქნება მილიონობით ადამიანისთვის.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ყველას, ვინც გლოვობს ამ დიდ დანაკარგს”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები