რეჟისორ გოგა ოსეფაშვილის კინოგაკვეთილი – „მგონი, დღესაც არ გვექნება სექსი“

          სიყვარულის გაკვეთილები გოგა ოსეფაშვილისგან ქალბატონებს ეძღვნება. მოცემულობა მარტივია. ამოცანის ამოხსნა მისივე ფილმის ფინალურ სცენაშია. 1:1 – ეს მარტივი კინემათემატიკაა.
გოგა ოსეფაშვილის ბოლო ნამუშევარი მოკლემეტრაჟიანი კომედიური ჟანრის კინოსურათია. ფილმს სახელწოდებით „მგონი, დღესაც არ გვექნება სექსი“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რეჟისორი თავის შემოქმედებასა და კინოცხოვრებაზე გვიყვება. 

– რომელი კადრით დაიწყო შენი სარეჟისორო ცხოვრება?10432404_865307586830869_1512212903_n
– ეს იყო წლების წინ, როდესაც ამბიცია გამიჩნდა, რომ გადამეღო პატარა კლიპი. მაშინ კინოსგან რადიკალურად განსხვავებული გატაცება მქონდა. პარკურზე ვარჯიშის პერიოდში მეგობრები ერთმანეთს ვუღებდით ვიდეოებს და შემდეგ კლიპებს ვაწყობდით. თუმცა, ამის გარდა, ჩემს პირველ ნამუშევრად შეიძლება ჩაითვალოს მოკლემეტრაჟიანი სურათი „თირკმელი“.
– რომელ თემებს ირჩევ შენი ნამუშევრებისთვის?
– ვინაიდან  ჩემი ფილმი კომედიური ჟანრისაა, ალბათ დამთხვევაა, რომ დღემდე ამ ჟანრის ფილმებს ვიღებ. თუკი ერთ-ერთ ფილმს არ ჩავთვლით, რომელიც მისტიკურ დეტექტივად გადავწყვიტე. მასში მსახიობები და ჩემი ახლო მეგობრები: ზუზუ ბეჟაშვილი, მანანა აბრამიშვილი და ნიკა რამიშვილი მონაწილეობენ.
– დრამა, კომედია, მისტიკა, მელოდრამა, ფანტასტიკა. როგორც ჩანს, გიყვარს ექსპერიმენტები..
– ყველაზე საინტერესო ამ ყველაფრის გაერთიანებაა. სანამ ფილმს გადავიღებ, სცენარს კოლეგებს ვაკითხებ და მათ აზრს ვისმენ. ყველას უკვირს, როგორ ვახერხებ, გადავიღო კომედია და შემდეგ მძიმე მისტიკა.
– ჯერჯერობით მხოლოდ მოკლემეტრაჟიანი ფილმები გაქვს. თუ გეგმავ სრულმეტრაჟიანი კინოსურათის გადაღებას?
– ყოველ დღე მესმის ეს კითხვა, მაგრამ მოკლე პასუხით შემოვიფარგლები ხოლმე: მინიმუმ ორი წელი არ ვგეგმავ, გავზარდო ქრონომეტრაჟი და 15 წუთს გადავაჭარბო. ვფიქრობ, დამწყებ კინემატოგრაფს, რომელსაც მუშაობა მხოლოდ 2-3 წელია დაწყებული აქვს, არ უნდა გაუჩნდეს სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღების ამბიცია. ბევრი მეგობრისთვის, რომლებიც აპირებენ სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებას, მიმიცია რჩევა, რომ ისწავლონ ქრონომეტრაჟის სწორად გამოყენება და თითოეული წამის ფასი კინოში. ძალიან რთულია, როდესაც შენს სათქმელს მოკლედ აყალიბებ და მცირე დროში ასწრებ ფილმში ჩადებას. თუკი ამას ახერხებ, ამით შენს პროფესიონალიზმს უსვამ ხაზს. ასევე, ყველას ვურჩევ, გადაიღონ 20- წამიანი რეკლამები, რადგან რთულია 20 წამში ჩადო შენი პროდუქტის რეკლამირება ისე, რომ ხალხი დააინტერესო. თუკი ამას მიეჩვევი, ქრონომეტრაჟის სწორად ფლობასაც ისწავლი და კინოში არც ერთი ზედმეტი წამი არ გექნება და მაყურებელიც არ მოიწყენს.
– რომელი პროცესია ყველაზე შემოქმედებითი ფილმის შექმნის პროცესში?
– კინოში ამ პროცესს „Preproduction“, ანუ წინა მოსამზადებელი პროცესი ჰქვია, შემდეგ მოდის ე.წ. პროდაქშენი და ბოლოს  „Preproduction“, ანუ ბოლო პროცედურა, როდესაც ფილმი მონტაჟდება და ფერების კორექცია ხდება. ხშირ შემთხვევაში „Preproduction“ შეიძლება 1 თვე გაგრძელდეს და უშუალოდ გადაღების პროცესი – 1 დღე. მთავარია ყველაფრის სწორად დაგეგმვა. როგორც ერთმა ჭკვიანმა რეჟისორმა თქვა: „ფილმი მზადაა, დარჩა მხოლოდ გადაღება“.
– ახალი ფილმი „მგონი, დღესაც არ გვექნება სექსი“ შენი ბოლო ნამუშევარია. როგორი შეფასებები მოჰყვა ამ სურათს?10432404_865307583497536_1832702593_n
– ძალიან ვნერვიულობდი. წინა ფილმს ძალიან უარყოფითი რეაქციები მოყვა. 99% უკმაყოფილო და გაბრაზებული იყო. ფილმს „აგნოსტიკი“ ჰქვია. სახელიდან გამომდინარე, მიხვდებით, თუ რა სკანდალურ თემასაც შევეხე. ველოდი კიდეც ასეთ რეაქციას. ახალ ფილმზე გამიმართლა და მეტსაც გეტყვით, ძალიან ბედნიერი ვარ. უამრავი თბილი და დადებითი შეფასება მოყვა. მიხარია, რომ ქათინაურებს არ იშურებენ, რაც ძალიან იშვიათია საავტორო კინოში.
– რომელია საოცნებო სცენარი რომლის საფუძველზეც ფილმს გადაიღებდი?
– რაც წავიკითხე, დღემდე ოცნებად მაქვს მერიმეს „მატეო ფალკონეს“ ეკრანიზაცია გავაკეთო, მაგრამ როცა ამ ფილმს ხელს მოვკიდებ, უდიდესი პასუხისმგებლობა დამეკისრება და ჯერ არ ვარ მზად ამისთვის. ვფიქრობ, უფრო დიდი გამოცდილება მჭირდება. მგონია, რომ ამაზე ოცნებაც და სურვილიც საპასუხისმგებლოა. საიდუმლოს გაგიმხელთ, მატეოს როლზე მხოლოდ ერთადერთ მსახიობს ვხედავ, ეს ზურა ყიფშიძეა.

ნანუკა ალავიძე

1937830_865307580164203_696437549_n

10488830_865307573497537_244042758_n

10502415_865307566830871_1452507978_n

10529414_865307570164204_1850149708_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები