ლედი აფრასიძე, აფრასიძეების ოჯახის მიმართ განხორციელებულ სპეცოპერაციაზე: მიზანი იყო, რომ იმ პერიოდში არსებული გაუხსნელი დანაშაულები ვინმესთვის დაებრალებინათ და ამისთვის სწორედ ჩვენი ოჯახი აირჩიეს

„სპეცოპერაციის საშინელება არ იკმარეს, რაც გადაგვატანინეს და ამის შემდეგ დაიწყო კიდევ უფრო მძიმე პერიოდი იმიტომ, რომ ჩვენ პატარა ბავშვები ვიყავით, მამაჩემი ციხეში იყო, ბიძაჩემი ციხეში იყო და მათ მიმართ ხორციელდებოდა მუდმივად არაადამიანური მოპყრობა“ -განაცხადა ლედი აფრასიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის უფლების შელახვის ფაქტები განიხილება.

ლედი აფრასიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, გიორგი ბარამიძე და ხელისუფლების სხვა წევრები მუდმივად ცდილობდნენ იმას, რომ აფრასიძეები დამნაშავეებად შეერაცხათ.

მისივე თქმით, იგონებდნენ სხვადასხვა დანაშაულებს და მათ ოჯახს აბრალებდნენ.

„აბსოლუტურად ყველა მათი უფლება დაირღვა დაკავების მომენტიდან. როგორც გითხარით, ისინი უკანონო პატიმრები იყვნენ. იქამდე არავითარ დანაშაულში ისინი ბრალდებულები არ იყვნენ, არც შმაგი და არც გოჩა. ამ სპეცოპერაციის მომენტში ისინი დააკავეს და იმისთვის, რომ ეს სპეცოპერაცია გაემართლებინათ, „ნაციონალური მოძრაობა“, გიორგი ბარამიძე და ხელისუფლების სხვა წევრები მუდმივად ცდილობდნენ იმას, რომ აფრასიძეები დამნაშავეებად შეერაცხათ. იგონებდნენ სხვადასხვა დანაშაულებს და აბრალებდნენ ჩვენ ოჯახს. ამ სპეცოპერაციის ერთ-ერთი მიზანიც ის იყო, რომ იმ პერიოდში არსებული გაუხსნელი დანაშაულები ვინმესთვის დაებრალებინათ და ამისთვის სწორედ ჩვენი ოჯახი აირჩიეს“, -ლედი აფრასიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები