„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის მამა: ორი წლის შემდეგ დაიჭირეს ბაშალეიშვილი, ორი წელი მკვლელი პოლიციელი ჩვეულებრივად მუშაობდა – მერე უთხრეს შენ თუ არ დაწერ ახლა, რომ გამივარდა, შენ მიდიხარ 15-დან 20 წლამდე, ჩვენ ყველა ვიღუპებით – ეს არის ნაცების გაყალბებული გამოძიება

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ საკითხად მისი შვილის, ამირან (ბუტა) რობაქიძის სიცოცხლის უფლების შელახვის ფაქტები განიხილება, აცხადებს, რომ ტყვიის გავარდნის საქმე ნაცების მიერ არის გაყალბებული.

როგორც მან აღნიშნა, ბუტა რობაქიძის მკვლელი პოლიციელი ორი წელი ჩვეულებრივად მუშაობდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიბარეს და უთხრეს, რომ ეღიარებინა ტყვიის გავარდნა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა სპეციალურად რამდენიმე თვით, შეცვალა კანონი ისე, რომ თუ პოლიციელი ჩვენებას გადათქვამდა არ მიუსჯიდნენ არაფერს.

„ორი წლის შემდეგ დაიჭირეს ბაშალეიშვილი, ორი წელი მკვლელი პოლიციელი ჩვეულებრივად მუშაობდა. შემდეგ რომ შეხედეს ყველაფერს, რომ გეპეიში იყო რაღაცა სამსახური, გერმანელები ჩამოსული და უკვე ადეიშვილმა ამათ ვეღარ გაუწია წინააღმდეგობა, მოუხსნეს ბუტას იარაღი – რობაქიძეს არ აქვს იარაღი, მაგრამ დანარჩენ ბიჭებს იარაღი აქვთო. მაშინ მე პროკურატურაში ვიყავი და ვუთხარი – მაშინ ვის უნახეთ? ქურდაძე და რობაქიძე მოკალით თქო? მერე დაუძახეს და უთხრეს შენ თუ არ დაწერ ახლა, რომ გამივარდა, შენ მიდიხარ 15-დან 20 წლამდე, ჩვენ ყველა ვიღუპებით. ორი წელი კაცი პოლიციაში მუშაობდა, რომელმაც განზრახ ესროლა და მოკლა. ეს რაც გავარდნა წერია, არის ნაცების გაყალბებული გამოძიება. 2006 წელს მამაჩემი იყო დაზარალებული და უთხრეს რომ ცუდ დღეში ჩავარდებითო. სანდროს საქმე და ბუტას საქმე სასამართლოში მიდიოდა ერთდროულად, მიხეილ სააკაშვილმა შეცვალა კანონი სამი თვის განმავლობაში, რომ თუ პოლიციელი ჩვენებას გადათქვამდა არ მიუსჯიდნენ არაფერს. სამი თვის შემდეგ, როცა დამთავრდა ბუტას და სანდრო სასამართლო ისევ ეს კანონი ძალაში შევიდა. გაყალბებაზე როცა ლაპარაკობენ და იმიტომ იყო ეს საქმე დასაშლელი, რომ მე მაქვს ყველა ფაქტი, ტელეფონში მაქვს როგორ ესვრის, ექსპერტიზის ცნობაც მაქვს ამერიკიდან ეს არის გაყალბებული სროლის შემდეგ, ეს უნდა დაშლილიყო და ბაშალეიშვილი წასულიყო 15-დან 20 წლამდე“, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები