ბირთვული შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, აშშ ირანს მკაცრი სანქციებით ემუქრება
შეერთებული შტატები დაუწესებს უფრო მკაცრ სანქციებს ირანს, მათ შორის ნავთობის სექტორში, თუ თეირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება არ იქნება მიღწეული, – ამის შესახებ აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა, კრის რაიტმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ველოდები ძალიან მკაცრ სანქციებს ირანზე და ვიმედოვნებ, რომ ისინი აიძულებენ მათ უარი თქვან ბირთვულ პროგრამაზე“, – თქვა მან CNBC-თან ინტერვიუში, როდესაც ჰკითხეს, გააძლიერებს თუ არა ვაშინგტონი სანქციებს თეირანის წინააღმდეგ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მხარეებს შორის შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში.
როგორც რაიტმა აღნიშნა, შეერთებული შტატები არ დაუშვებს, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს.