ისრაელი პირობას დებს, რომ აშშ-სთან სავაჭრო დეფიციტს შეამცირებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ისრაელი აშშ-სთან არსებულ სავაჭრო დეფიციტს გააქრობს.

ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მისი მთავრობა აშშ-სთან სავაჭრო ბალანსის დეფიციტის “ძალიან სწრაფად” გაქრობას ისახავს მიზნად.

“ჩვენი მთავრობა აპირებს სავაჭრო ბარიერების დეფიციტის აღმოფხვრას ძალიან სწრაფად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სწორია”,- აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ამის მიუხედავად, ტრამპს არ მიუნიშნებია, რომ აშშ ტარიფების საკითხზე უკან დახევას განიხილავს, ისეთი ახლო მოკავშირეების შემთხვევაშიც კი, როგორიც ისრაელია.

ტრამპმა ასევე დაამატა, რომ ის, ზოგადად, ქვეყნებისთვის მოლაპარაკებების გამართვისთვის ახალი ტარიფების დროებით შეჩერებას არ განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ ნეთანიაჰუ პირველი უცხოელი ლიდერია, რომელიც ტრამპს მას შემდეგ შეხვდა, რაც მან გასულ კვირას “საპასუხო ტარიფები” გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები