ირაკლი ქადაგიშვილი – „მეგობარი აქტი“ მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს გამოხატავს

„მეგობარი აქტი“ მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს გამოხატავს და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენისთვის ხელის შემშლელი არ იქნება,“- ამის შესახებ, პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „მეგობარი აქტები“ და სხვადასხვა რეზოლუციები აბსურდული ჩანაწერებია, რადგან ამერიკაში სხვა პრეზიდენტია და სხვა დამოკიდებულებაა.

„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსგან ითხოვდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ შეტევაზე გადასულიყო. საქართველოსა და ხელისუფლებაზე პოლიტიკური წნეხი უკიდურესად გაძლიერებული იყო. სწორედ ამ კონტექსტში მოამზადეს „მეგობარი აქტები“ და სხვადასხვა რეზოლუციები აბსურდული ჩანაწერებით. ამერიკაში სხვა პრეზიდენტია და სხვა დამოკიდებულებაა. ამიტომ, ეს აქტი დარჩება აქტად, რომელიც მხოლოდ ვიწროპოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს გამოხატავს და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენისთვის არ იქნება ხელის შემშლელი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა “მეგობარ აქტს”, რომელიც გუშინ დახურულ რეჟიმში განიხილეს. “მეგობარი აქტი” საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები