ირაკლი ქადაგიშვილი – ქვეყანას საშუალება უნდა ჰქონდეს, ახალი პოლიტიკური ძალები პოლიტიკურ ველზე შემოვიდნენ, რადგან ოპოზიციის არსებობა და პოლიტიკური კონკურენცია ყველა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის აუცილებელია

„ჩვენი თვით მიზანი რომელიმე პარტიის აკრძალვა არ არის, მიზანია, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური წყობა, დემოკრატიული პროცესი დაცული, სტაბილური იყოს, რადგან ბოლო არჩევნების შემდეგ კონსტიტუციური წყობისა და ინსტიტუტების წინააღმდეგ უხეშ შეტევას ვხედავთ,“ – ამის შესახებ, პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანზე შეტევა ყოველგვარი მტკიცებულებების, საღი აზრის უგულებელყოფით ხდება, ისევე როგორც ამ ქვეყნის რყევა და მისი ჩამოშლის სურვილი.

„მიზანია, რომ ვითომდა სახალხო პროტესტის გამოწვევით ხელისუფლებაში მოვიდნენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქვეყნის ნორმალურ განვითარებას აფერხებს. სხვათა შორის, ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, ევროინტეგრაციის პროცესის განხორციელებას ხელს უშლის. ამიტომ, ბუნებრივად აუცილებელია, რომ პოლიტიკური პროცესები ნორმალური, ჯანსაღი და არაპოლარიზებული იყოს. ამავე დროს, ქვეყანას საშუალება ჰქონდეს, ახალი პოლიტიკური ძალები პოლიტიკურ ველზე შემოვიდნენ, რადგან ოპოზიციის არსებობა და პოლიტიკური კონკურენცია ყველა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის აუცილებელია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები