გია ვოლსკი – სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს არ შევაფასებ, ქვეყნისთვის პრობლემის შექმნა მისი პროფესიაა

„სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს არანაირად არ შევაფასებ. რაც იყო, რა ვიზიტებსაც ანხორციელებდა, იმავეს აგრძელებს. რასაკვირველია, ქვეყნისთვის პრობლემის შექმნა არის მისი პროფესია, მეორე კი არა, პირველი პროფესია. დიდი ხანია, ამ პროფესიას რეალიზაციას უკეთებს,“ – ამის შესახებ, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი, როგორც ერთი ჭანჭიკი, ხან აქეთ, ხან იქით ცდილობს, მოერგოს რომელიმე ბორდს.

„აქ ლიტვის პარლამენტის დამოკიდებულებაა მთავარი. ანუ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და განსაკუთრებით ლიტვამ, რომლისთვისაც პირველი სავაჭრო პარტნიორი არის რუსეთი, გადაწყვიტა, საქართველო დაადანაშაულოს იმაში, რომ ეკონომიკურ სანქციებს არ უწესებს რუსეთს და თურმე თვითონ არ არის გამტარი უშველებელი რაოდენობის პროდუქციისა, რომელიც სანქციების გვერდის გავლით შედის რუსეთში. ამ შემთხვევაში, ალკოჰოლურ სასმელებზე, ღვინოზე გვაქვს საუბარი, რომელსაც რუსეთს აწვდის. რასაკვირველია პავილიონისისა და კუბილიუსის პრინციპებზე აწყობილი პოლიტიკა არის ზუსტად ის პოლიტიკა, გარემო, სადაც სალომე ზურაბიშვილმა შეიძლება, კარგად იგრძნოს თავი. რეალურად, ეს არის „ნაცმოძრაობის“ გარკვეული სახელმძღვანელო სტრუქტურა, რომელიც დიდი ხანია, შექმნილია და პირდაპირ არის ჩართული „დიფ სთეითის“ სტრატეგიულ გეგმაში. სალომე ზურაბიშვილი, როგორც ერთი ჭანჭიკი, ხან აქეთ, ხან იქით ცდილობს, მოერგოს რომელიმე ბორდს, ეს არის რეალობა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები