“საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ, რადგან იგივე უბედურება თუ დატრიალდებოდა, რაც ახლა უკრაინაშია, ეს ხელს მისცემდა იმ ძალებს, რომელთაც „დიფ სთეითი“ ჰქვიათ” – გორდულაძე

“საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ, რადგან იგივე უბედურება თუ დატრიალდებოდა, რაც ახლა უკრაინაშია, ეს ხელს მისცემდა იმ ძალებს, რომელთაც „დიფ სთეითი“ ჰქვიათ”, – ამის შესახებ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ისინი ამას ღიად აცხადებდნენ.

„საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ, რადგან საქართველოში იგივე უბედურება თუ დატრიალდებოდა, რაც ახლა უკრაინაში ტრიალებს, ეს ხელს მხოლოდ იმ ძალებს აძლევდა, რომლებსაც „დიფ სთეითი“ ჰქვია. ფიქრობდნენ, რომ ამით რუსეთს დააზიანებდნენ, მაგრამ არაფრად არ დაგიდებდნენ ქართველი ბავშვების, დედებისა და მშობლების პირდაპირ განადგურებას. ამაზე პასუხი აქვთ, „მერე რა“. როდესაც სხვებისთვის ადამიანების სიცოცხლე „მერე რა“ არის, ისეთივე ბოლშევიკური და ნაცისტური განცხადებებია, როგორიც სტალინს ჰქონდა. სტალინისთვის ტერმინი არსებობდა, ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, ხოლო ბევრის, სტატისტიკაო. სწორედ სტატისტიკით უყურებენ, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა. ამ ადამიანებისთვის ერთ ტყვიას ზუსტად იგივე ფასი აქვს, რაც ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ამ ყველაფერში საქართველოს ჩართვა სურდათ და ამას არა მხოლოდ დახურულ კარს მიღმა აკეთებდნენ, არამედ საჯაროდაც“, – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები