კაცი, რომელმაც ტყუპ ცათამბჯენებს შორის დამზღვევი ბაგირის გარეშე გაიარა

1974 წლის 7 აგვისტოს 24 წლის ფრანგმა აკრობატმა, ფილიპ პეტიმ, დაუჯერებელი და უკიდურესად საშიში ტრიუკი შეასრულა – მან დამზღვევი ბაგირის გარეშე გაიარა ფოლადის თოკზე, რომელიც ნიუ-იორკის ტყუპ ცათამბჯენებს შორის იყო გაბმული. ეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გაბედული და დაუჯერებელი წარმოდგენა გახლდათ, რომელიც 400 მეტრზე, ყოველგვარი დამცავი აღჭურვილობის გარეშე შესრულდა.

პეტი წლების განმავლობაში ემზადებოდა ამ მომენტისთვის. მან და მისმა გუნდმა 6 წელი დახარჯეს დეტალური გეგმის შესამუშავებლად – როგორ უნდა მოეხერხებინათ სანახაობისთვის მომზადება ისე, რომ არავის შეემჩნიათ. სხვა შემთხვევაში, ცხადია, უფლებას არავინ მისცემდა.

6 აგვისტოს ღამით ისინი შენობაში შეიპარნენ, თოკი გააბეს და გათენებას დაელოდნენ….

დილით, 7 აგვისტოს, პეტი ბაგირზე ავიდა და ნელ-ნელა დაიწყო სიარული.

45 წუთის განმავლობაში მან რვაჯერ გაიარა აქეთ-იქით, რამდენიმე პირწმინდად დაუჯერებელი ტრიუკიც შეასრულა – გაწვა ბაგირზე, ჩაიმუხლა, ერთი ფეხზე დადგა… ქვემოთ ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. ისინი სუნთქვა შეკრულები უყურებდნენ ამ საშიშ წარმოდგენას.

როცა პეტი ჩამოვიდა, პოლიციამ ის მაშინვე დააკავა. თუმცა, სასამართლომ მისი განსაცვიფრებელი სიმამაცე აღიარა და მხოლოდ სიმბოლური სასჯელი მიუსაჯა – ბავშვებისთვის ცირკის წარმოდგენა უნდა გაემართა.

ფილიპ პეტის, ეს ტრიუკი დღემდე რჩება მამაცობის, შეუპოვრობისა და ადამიანის შესაძლებლობების საოცარ გამოვლინებად. მის შესახებ 2008 წელს გადაიღეს დოკუმენტური ფილმი „Man on Wire“, ხოლო 2015 წელს – მხატვრული ფილმი „The Walk“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები