“ლოცულობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთვის, სწორედ ამგვარად გვიხსნის იგი სიკვდილისგან, გვანიჭებს სიცოცხლეს და დაგვამკვიდრებს თავისი მეოხებით” – მეუფე შიო

“ლოცულობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთვის, სწორედ ამგვარად გვიხსნის იგი სიკვდილისგან, გვანიჭებს სიცოცხლეს და დაგვამკვიდრებს თავისი მეოხებით, როგორც ტროპარშია ნათქვამი, მარადიული საღმრთო დიდების სხივებში”, – ამის შესახებ, მეუფე შიომ, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქადაგებისას ისაუბრა.

„იგი გადავიდა მარადიულ ცხოვრებაში და თვით უფალი იესო ქრისტე მობრძანდა, რომ მიიღოს მისი წმინდა სული და ზეცაში აიყვანოს.

ანგელოზები განცვიფრებულები იყვნენ და ზეიმობდნენ, ხოლო ადამიანები გლოვობდნენ, რადგან ეგონათ, რომ ღვთისმშობელმა დაგვტოვა. იგი გახდა ამიერიდან მარადიული მეოხი ჩვენი და მთელი კაცობრიობის, ყოველი ჩვენგანის დედა.

ლოცულობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთვის, სწორედ ამგვარად გვიხსნის იგი სიკვდილისგან, გვანიჭებს სიცოცხლეს და დაგვამკვიდრებს თავისი მეოხებით, როგორც ტროპარშია ნათქვამი, მარადიული საღმრთო დიდების სხივებში.

განსაკუთრებით ვფიქრობთ ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს სამშობლოზე, საქართველოზე. დედა ღვთისმშობელმა გადააფაროს თავისი კალთა ჩვენს ქვეყანას, მისი ლოცვით და მეოხებით გაამთლიანოს უფალმა, გააძლიეროს და გადაარჩინოს“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები