“კოლექტიური მდიდარი „ენჯეოები“ იკვებებიან შავი ფულით, რომლის ძალიან დიდი ნაწილიც უკვე გადაკეტილი აქვთ ჩვენ მიერ მიღებული კანონებიდან გამომდინარე” – მაჭავარიანი

“გარე გზავნილები გვესმის ერთი და იმავე აქტორებისგან. ესენი არიან აქტორები, რომლებიც ჩვენს ე.წ. მდიდარ „ენჯეოებს“ იყენებენ თავიანთ ინსტრუმენტად, რათა რომ ქვეყანაში გააღვივონ პოლარიზაცია, განახორციელონ რევოლუციური სცენარები”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

ის 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღების საკითხს გამოეხმაურა.

„სახელმწიფო უზრუნველყოფს ნებისმიერი მოქალაქის დაცვას. კოლექტიური მდიდარი „ენჯეოები“ იკვებებიან შავი ფულით, რომლის ძალიან დიდი ნაწილიც უკვე გადაკეტილი აქვთ ჩვენ მიერ მიღებული კანონებიდან გამომდინარე. თავიდან ბოლომდე უხვევენ საკუთარ წესდებას და რაშიც არ უნდა ჩაერიონ, იმაში ერევიან თავიდან ბოლომდე. ეს ორგანიზაციები იკვებებიან შავი ფულით, რომლის ძალიან დიდი ნაწილიც უკვე გადაკეტილი აქვთ, ჩვენ მიერ მიღებული კანონებიდან გამომდინარე – „გამჭვირვალობის კანონი“, „ფარას“ კოპირებული ვარიანტი, გრანტების კანონი და ა.შ. შესაბამისად, ახლა არიან ჩიხურ მდგომარეობაში და ვერ ასრულებენ იმ დავალებებს, რის გამოც იღებდნენ ამ გასამრჯელოს თავიანთი უფროსებისგან“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები