დიმიტრი ხუნდაძე: სამანტა პაუერის განცხადება არის დასტური იმისა, რომ USAID იყო “დიფ სთეითის” სალარო და სწორედ ამ გზით ახერხებდნენ თანხების გაცემას მათთვის არასასურველი ხელისუფლებების დამხობისთვის

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “ხალხის ძალის” თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, სამანტა  პაუერის განცხადებას მედიასთან ეხმიანება.
დეპუტატის განმარტებით, USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადება ადასტურებს, რომ ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყანაში რევოლუციებს აფინანსებდა.

 

მისი თქმით, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ღიად დაიწყო ამ საკითხზე საუბარი.

 

“USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელის ეს განაცხადი არის დასტური იმისა, რომ USAID იყო “დიფ სთეითის” სალარო და ისინი სწორედ ამ გზით ახერხებდნენ თანხების გაცემას მათთვის არასასურველი ხელისუფლებების დამხობისა და შეცვლისთვის, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში რევოლუციური პროცესების წარმოებისთვის. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, რის გამოც  დიდი კრიტიკა და თავდასხმა მოდიოდა, მაგრამ შემდეგ თავად დონორმა ქვეყანამ, აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ აღიარა, რომ USAID  ასეთი მიზნებისთვის იყენებდა დაფინანსებას სხვადასხვა ქვეყნებში. რა თქმა უნდა ეს მიუღებელია. მე ვფიქრობ, დროა არა მხოლოდ ასეთი აღიარება, არამედ საქართველოს აღიარება მოხდეს, რომ ჩვენი ქვეყანა იყო მოწინავე და პირველი, ვინც ამ საკითხზე საუბარი დაიწყო,”- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები