ზაზა ბიბილაშვილი – რადიკალების მიერ თეა წულუკიანის შესახებ აგორებულ კამპანიაზე: მე რაზე უნდა მოვიხადო ბოდიში? მგონი, ბოდიში სხვას აქვს მოსახდელი

რადიკალური ოპოზიცია პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თეა წულუკიანის მისამართით მეორედ დაოჯახებასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში არაერთი პირი გამოეხმაურა. მათ შორის არის “ჭავჭავაძის ცენტრის” თანადამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ მას წულუკიანის მისამართით სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტთან დაკავშირებით ბოდიში მოსახდელი არ აქვს, რადგან ის მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იუმორისტულად გამოეხმაურა.

“მე რაზე უნდა მოვიხადო ბოდიში? იმაზე, რომ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოვეხმაურე იუმორისტულად? წულუკიანი ისეთ ქვეყანას აშენებს, რომ ხუმრობისთვის ბოდიშს უნდა იხდიდე? თან ხუმრობისთვის გავრცელებულ ინფორმაციაზე? მე მგონი, სხვას აქვს ბოდიში მოსახდელი”, – განუცხადა ზაზა ბიბილაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას”.

შეგახსენებთ, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა დღეს სოციალურ ქსელში თეა წულუკიანის შესახებ მორიგი დეზინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს ის მეორედ დაოჯახდა. გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა თავად წულუკიანიც, რომელმაც თქვა, რომ “ყველა ის პირი, ვინც მეორე დღეა, სიბინძურეს ავრცელებს, არღვევს ათობით ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას, სასამართლოში შევხვდებით”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები