თბილისის საქალაქო სასამართლოში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებული 12 პირის პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებული 12 პირის პროცესი მიმდინარეობს.
ადვოკატები დაკავებულების გათავისუფლებას, პროკურატურა კი პატიმრობას მოითხოვს.
შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს და ჩინეთის მოქალაქეებს თბილისში გახსნილი ჰქონდათ ჩინური მასაჟის სალონები, რეალურად კლიენტებს სექსუალურ მომსახურებას სთავაზობდნენ, თანხებს კი ინაწილებდნენ.