პიტერ სიიარტო: დრუჟბას ნავთობსადენზე დარტყმაზე პასუხისმგებელ უკრაინულ სამხედრო მეთაურს უნგრეთში და შენგენში შესვლა ავუკრძალეთ
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, უკრაინის მიერ „დრუჟბას“ ნავთობსადენზე განხორციელებულ დარტყმაზე პასუხისმგებელი სამხედრო დანაყოფის მეთაურს უნგრეთსა და შენგენის ზონაში შესვლა აეკრძალა.
სიიარტოს თქმით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია „უნგრეთის სუვერენიტეტის დაცვის მიზნით“ და იგი აღიქმება როგორც პირდაპირი თავდასხმა ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
“უკრაინამ ძალიან კარგად იცის, რომ „დრუჟბას“ ნავთობსადენი უნგრეთისა და სლოვაკეთის ენერგომომარაგებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და რომ ასეთი დარტყმები ჩვენ უფრო მეტ ზიანს გვაყენებს, ვიდრე რუსეთს“, – აცხადებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
უნგრეთის მხარე აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების ზომები გაგრძელდება და დამატებითი ნაბიჯები საჭიროების მიხედვით იქნება მიღებული.