გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავარიას 30 წლამდე კაცი ემსხვერპლა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

არსებული ინფორმაციით, თელეთის ცენტრალურ გზაზე, მარნეულის მიმართულებით, მოტოციკლი მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა.

როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს – ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები