თენგიზ შარმანაშვილი: ზურაბიშვილი ისეთი სახის განცხადებებს აკეთებს, რომელიც არავის აინტერესებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არავის აინტერესებს.

„მგონი, არც პატრონებთან აღარ აქვს ავტორიტეტი, რომ ის იქნება რადიკალური მოძრაობის ლიდერი. ზურაბიშვილი ისეთი სახის განცხადებებს აკეთებს, რაც არც შიგნით და არც გარეთ არავის აინტერესებს.

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, არცერთ მხარეს რესურსი არ აქვს და თამაშია ის, რომ ოპოზიცია ორ ნაწილად გაჰყვეს – ზოგი რადიკალობას თამაშობს, ზოგი კონსტრუქციულობას. მათთვის ეს მცდელობა არაფრის მომტანი არ იქნება. შეიძლება, 4-5 ოქტომბერს ერთად შეიკრიბონ და თქვან, რომ ერთად არიან, მაგრამ როგორი კონფიგურაციითაც არ უნდა დაწყვილდნენ, შედეგი ნული იქნება. ქართველი ხალხი ბრძენია, მათ პოლიტიკურ, იაფფასიან თამაშებს ხვდება და ამ საქმეში არ ჰყვება“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა: „მივმართავ პარტიებს, რომლებიც თამაშობენ რაღაც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, სად ვართ, ვინმე დავარწმუნეთ, რომ ეს არჩევნები რამეს შეცვლის ან ვინმე რამეს მიაღწევს?“. მისივე თქმით, დღევანდელი ამოცანა არის ქვეყნის მომავლის გადარჩენა და ეს არის მისი გზავნილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები