კიმ ჩენ ინი და ვლადიმერ პუტინი ჩინეთში სამხედრო აღლუმს დაესწრებიან

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, მომავალ კვირას პეკინში გამართულ სამხედრო აღლუმს დაესწრება, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც იქნება.

ჩინეთში „გამარჯვების დღის“ აღლუმი მეორე მსოფლიო ომში იაპონიის კაპიტულაციის 80 წლისთავსა და კონფლიქტის დასრულების აღსანიშნავად გაიმართება.

როგორც “ბიბისი” წერს, ჩინეთი, სავარაუდოდ, თავის უახლეს შეიარაღებას წარმოადგენს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მისი სამხედრო ძალების ახალი სტრუქტურა აღლუმზე სრულად იქნება წარმოდგენილი.

აღლუმს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან, ხოლო დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობა ღონისძიებას არ დაესწრება.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღონისძიებას არ დაესწრება, თუმცა ამ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ მას კიმთან შეხვედრა სურდა.

ექსპერტების შეფასებით, კიმ ჩენ ინის ვიზიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან დიპლომატიურ გადაწყვეტილებას, რადგან ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ჩინეთის სამხედრო აღლუმს, 1959 წლის შემდეგ დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები