თეო ხატიაშვილი – რადიკალების მიერ თეა წულუკიანის შესახებ აგორებულ კამპანიაზე: ამ ქვეყანაში გაცილებით ბევრი პრობლემაა, რაღაც ჭორიკნულ სტატუსებზე კომენტარი რომ არ ითხოვოთ
ამ ქვეყანაში გაცილებით ბევრი პრობლემაა, რაღაც ჭორიკნულ სტატუსებზე კომენტარი რომ არ ითხოვოთ, – ასე პასუხობს კინოთმცოდნე თეო ხატიაშვილი პარლამენტის ვიცე-სპიკერ თეა წულუკიანის მისამართით რადიკალების მიერ აგორებულ კამპანიაზე დასმულ შეკითხვას, აპირებს თუ არა სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციულ პოსტთან დაკავშირებით ბოდიშის მოხდას.
“მე მგონი, ამ ქვეყანაში გაცილებით ბევრი პრობლემაა, რაღაც ჭორიკნულ სტატუსებზე კომენტარი რომ არ ითხოვოთ”, – თქვა თეო ხატიაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირასთან” საუბარში.
შეგახსენებთ, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა დღეს სოციალურ ქსელში თეა წულუკიანის შესახებ მორიგი დეზინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს ის მეორედ დაოჯახდა. გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა თავად წულუკიანიც, რომელმაც თქვა, რომ “ყველა ის პირი, ვინც მეორე დღეა, სიბინძურეს ავრცელებს, არღვევს ათობით ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას, სასამართლოში შევხვდებით”.