“ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულებს შორის ღვთისმშობლის მიძინების დღე გამორჩეულია, მისი უწმინდესობა ყოველთვის ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებით დედა ღვთისმშობელს ავედრებს” – დეკანოზი გიორგი სანამაშვილი
“ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულებს შორის, რა თქმა უნდა, ყველაზე გამორჩეული ადგილი დღევანდელ დღეს უკავია – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებას. მისი უწმინდესობა ყოველთვის ჩვენს ქვეყანას ავედრებს განსაკუთრებით დედა ღვთისმშობელს”, – ამის შესახებ, სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა გიორგი სანამაშვილმა ისაუბრა.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ სიონის უძველეს საპატრიარქო ტაძარში, რომელიც არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აგებული, აქ აღევლინება დღესასწაულთან დაკავშირებული საზეიმო ღვთისმსახურება, რომელსაც პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს“, – აღნიშნა დეკანოზმა.