“ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის ჩვენი მფარველი, გვიცავს ჩვენ ყოველგვარი უბედურებისგან, შეურაცხყოფისგან, მწუხარებისგან” – მეუფე შიო
“ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის ჩვენი მფარველი. გვიცავს ჩვენ ყოველგვარი უბედურებისგან, შეურაცხყოფისგან, მწუხარებისგან”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) სიონის ტაძარში, ქადაგებისას აღნიშნა.
„ძვირფასო მამებო, დებო და ძმებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევას. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებას. იგი გადავიდა მარადიულ ცხოვრებაში. თვით უფალი იესო ქრისტე მობრძანდა, რომ მიიღოს მისი წმინდა სული და ზეცაში აიყვანოს. ანგელოზები განცვიფრებული იყვნენ და ზეიმობდნენ, ხოლო ადამიანები გლოვობდნენ, რადგან ეგონათ, რომ ღვთისმშობელმა დაგვტოვა, მაგრამ დედა ღვთისმშობელს ჩვენ არ დავუტოვებივართ. ამიერიდან იგი გახდა ჩვენი მარადიული მეოხი და მთელი კაცობრიობის, ყოველი ჩვენგანის დედა. ეს აისახა დიდ ლოცვებსა და საგალობლებში, რომლებიც მათ ეძღვნებათ, სადაც ნათქვამია, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის ჩვენი მფარველი, გვიცავს ჩვენ ყოველგვარი უბედურებისგან, შეურაცხყოფისგან, მწუხარებისგან“, – აღნიშნა მეუფე შიომ.