პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თეა წულუკიანი ეხმიანება მისი მისამართით სოციალურ პლატფორმაზე გავრცელებულ დეზინფორმაციას მეორედ დაოჯახებასთან დაკავშირებით.
თეა წულუკიანი მიმართავს დეზინფორმაციის გამავრცელებელს თავისი პოსტით, რომელთა შორისაც ყოფილი პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი და ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანია და აცხადებს, რომ ყველა ის პირი, ვინც მეორე დღეა სიბინძურეს ავრცელებს მისი მისამართით მათ სასამართლოში შეხვდება.
„ქალბატონო ირინა
მიუხედავად იმისა, რომ ნაფტალინის ცუდი სუნი აგდით, და არ უნდა გპასუხობდეთ, გაცნობებთ, რომ არავის არ გავყოლივარ ცოლად ციხეში გარე ძალების დავალებით, არამედ – გერგეტის სამებაში დავიწერე ჯვარი ნუგზარ კაკულიაზე, სადაც ორივე მხარე მოძღვრის წინაშე ჩვენივე ნებით დავდექით. ჯვრის ერთგულება კი ჩემი ერთ-ერთი თვისებაა, რომელსაც ვერ მოვიშლი. სხვათა შორის, თავს თუ შეიარაღებული პირები დამესხნენ, თავს მანქანის “ბარდაჩოკში” კი არ შევმალავ (sic), ნუგზარ კაკულიას გადავეფარები, იქნებ გადავარჩინო-მეთქი, ვიფიქრებ. კი ვიყავი სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ ალბათ გამოგრჩათ, რომ “ბარდაჩოკში” თავის შეყოფის საქმემ ჩემს ხელში გაიარა, სტრასბურგში.
ამ ყველაფერს კოდუას ნანული (მეორედ ვუჩივლე და გამწარებულია) ვერ გაიგებს, მაგრამ თქვენი აყროლებული სინდისი კარგად გაიგებს – ჭკუა გაქვთ მისგან განსხვავებით. ვერც ის ქალი გაიგებს, ფილარმონია ქმრის ზურგს უკან ცოლი რომ მოიყვანა ამას წინათ და კომენტარებს წერს თქვენს სიბინძურეებზე. ის ხომ ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში მუშაობდა კაცების კნუტად ვერა-ვაკის მაგისტრალზე და უკადრებელს იკადრებს, თუ დასჭირდა.
ყველა ის პირი, ვინც მეორე დღეა, სიბინძურეს ავრცელებთ (მეორე ქმარი შეირთოო და არღვევთ ათობით ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას), სასამართლოში შევხვდებით!
ჯერ კიდევ გაქვთ დრო, რომ სიბინძურეები და სხვადასხვა უხამსობები წაშალოთ. ან არ წაშალოთ.
ნანულ, ტვინი არ გაქვს და ჯიქანი მაინც მოიშველიე ხანდახან, სანამ მორიგ სიბინძურეს დაწერ“, – წერს თეა წულუკიანი.