უკრაინამ ოკუპირებული ყირიმის სიახლოვეს რუსულ სარაკეტო ხომალდს დაარტყა
უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა (HUR) 2025 წლის 28 აგვისტოს წარმატებული ოპერაცია განახორციელა აზოვის ზღვაში, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის სანაპიროსთან.
მიზანი იყო რუსეთის მცირე სარაკეტო ხომალდი, რომელიც აღჭურვილი იყო „კალიბრის“ ტიპის კრუიზული რაკეტებით.
ოპერაციის ფარგლებში, HUR-ის სპეციალურმა ქვედანაყოფმა დრონების იერიშით ხომალდის რადარ სისტემა დააზიანა, რის შემდეგაც სპეციალური ძალების წარმომადგენლებმა პირდაპირი თავდასხმა განახორციელეს.
დაზიანების შედეგად, ხომალდი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საბრძოლო ზონა და უკან დაიხია.
როგორც უცხოური მედია წერს, აღნიშნული ოპერაცია წარმოადგენს უკრაინის მხრიდან რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ განხორციელებულ კიდევ ერთ წარმატებულ იერიშს, რაც აჩვენებს უკრაინის მზაობას და შესაძლებლობას, ეფექტურად გაუწიოს წინააღმდეგობა რუსეთის აგრესიულ ქმედებებს.