„ქალბატონ ზურაბიშვილს აბსოლუტურად დაკარგული აქვს როლი იმ რადიკალურ ოპოზიციაში, რომლისთვისაც ერთი წლის წინ ლიდერს წარმოადგენდა” – მაჭავარიანი

“სალომე ზურაბიშვილი ძალიან არათანმიმდევრული გახდა, ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, დარწმუნებული ვარ – თვითონაც არ აქვს კარგად წარმოდგენილი, რაზე საუბრობს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

„ქალბატონ ზურაბიშვილს აბსოლუტურად დაკარგული აქვს როლი იმ რადიკალურ ოპოზიციაში, რომლისთვისაც ერთი წლის წინ ლიდერს წარმოადგენდა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებების გაშიფვრა ძალიან რთულია, რადგან ეს ქალბატონო ძალიან არათანმიმდევრული გახდა და ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს. ჯერ ქარტიაზე საუბრობდა და ოპოზიციიდან აბსოლუტურად ვერავინ ვერ გაიგო რაზე იყო საუბარი. შემდეგ პარალელური თუ ალტერნატიული პარლამენტი, ალტერნატიული მთავრობა, შემდეგ რაღაც ერთობა, ასეთი ტიპის განცხადებების გაშიფვრა ფიზიკურად შეუძლებელია და დარწმუნებული ვარ, თვითონაც არ აქვს კარგად წარმოდგენილი რაზე საუბრობს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „მივმართავ პარტიებს, რომლებიც თამაშობენ რაღაც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, სად ვართ, ვინმე დავარწმუნეთ, რომ ეს არჩევნები რამეს შეცვლის ან ვინმე რამეს მიაღწევს?“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები