პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მე-14 დღეა გრძელდება.

მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები