სასამართლომ პედიატრ კოტე ჩახუნაშვილს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა

სასამართლომ პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით, ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

შეგახსენებთ, რომ პედიატრი 9 დეკემბერს, ნუცუბიძეზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები