ფოჩხუა – ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბარზე: ყველაფერი დალაგდება და საქართველო დაიკავებს ღირსეულ ადგილს ევროპულ თანამეგობრობაში, ჩვენი ხალხი ამას იმსახურებს
“ჯერ მონელებული არ ჰქონდათ ჩვენს “მედასავლეთეებს” პაველ ჰერჩინსკის შეხვედრა მაკა ბოჭორიშვილთან და უცბად ემანუელ მაკრონი გამოჩნდა, რომელმაც პირადად დაურეკა ბიძინა ივანიშვილს და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით დახმარება შესთავაზა. საუბარი ერთ საათს გაგრძელდა და დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობა. აი რისი ეშინია ექსტრემისტ ოპოზიციას, მოსწრებაზე რომ არიან”, – ამის შესახებ ექსპერტი, ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.
ის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს ეხმაურება.
„ჯერ მონელებული არ ჰქონდათ ჩვენს “მედასავლეთეებს” პაველ ჰერჩინსკის შეხვედრა მაკა ბოჭორიშვილთან და უცბად ემანუელ მაკრონი გამოჩნდა, რომელმაც პირადად დაურეკა ბიძინა ივანიშვილს და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით დახმარება შესთავაზა. საუბარი ერთ საათს გაგრძელდა და დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობა. აი რისი ეშინია ექსტრემისტ ოპოზიციას, მოსწრებაზე რომ არიან. ყველაფერი დალაგდება და საქართველო დაიკავებს ღირსეულ ადგილს ევროპულ თანამეგობრობაში, ჩვენი ხალხი ამას იმსახურებს“, – წერს ნინო ფოჩხუა.