ხაინდრავა – ლანა ღოღობერიძეს: იმ ტყვიებს გულისხმობთ ბოლშევიკურ-ჩეკისტური აღტყინებით, თქვენთვის ცნობილი მოღალატეები ათასობით ქართველ პატრიოტს რომ ახლიდნენ გულში, ქ-ო ლანა?!
კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ X-ზე პოსტს აქვეყნებს და რეჟისორ ლანა ღოღობერიძის კომენტარს ეხმიანება.
„უკანასკნელი ბრძოლიდან გულში ჩარჩენილი ტყვიით იბრძვიან ადამიანები ყოველღამე რუსთაველის გამზირზე! – ლანა ღოღობერიძე.
იმ ტყვიებს გულისხმობთ, ბოლშევიკურ-ჩეკისტური აღტყინებით, თქვენთვის ცნობილი მოღალატეები! ათასობით ქართველ პატრიოტს რომ ახლიდნენ გულში! ქ-ო ლანა?!“, – წერს ხაინდრავა.