მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრი და “გაზპრომის” ხელმძღვანელი ერთმანეთს სანქტ-პეტერბურგში შეხვდნენ, სადაც მოლდოვისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხი განიხილეს

მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრი – ვიქტორ პარლიკოვი “გაზპრომის” აღმასრულებელ დირექტორს, ალექსეი მილერს შეხვდა.

მედიის ინფორმაციით, მხარეებმა, 2025 წლის პირველი იანვრიდან, მოლდოვასა და დნესტრისპირეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების გზები განიხილეს.

ამასთან, პარლიკოვმა და მილერმა “გაზპრომის” წინაშე “მოლდოვაგაზის” დავალიანების საკითხის გადაწყვეტის გზები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები