რუსებმა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე მასიური დარტყმა განახორციელეს
რუსეთმა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე მასობრივი იერიში მიიტანა,- ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკრაინის მასშტაბით საყოველთაო საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ თავდასხმები ენერგეტიკულ ობიექტებზე მთელი უკრაინის მასშტაბით მიმდინარეობს და საჭირო გახდა ელექტროენერგიის საგანგებოდ გამორთვა.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
უკრაინული მედიის ცნობით, ბოლო დღეებში რუსეთმა უკრაინაზე 1500 საჰაერო იერიში განახორციელა.